среда, 5 марта 2014 г.

„ჩვენი სკოლის ეზო“
დეკორატიულად გავაფორმოთ სკოლის ეზო
პროექტის აქტუალობა: ევროპული თუ შორეული აღმოსავლეთის სახელგანთქმული ბაღების გაცნობის შემდეგ შეიძლება თქვენც გაგიჩნდეთ სურვილი დეკორატიულად გააფორმოთ ბაღი ან ეზო. ბაღის შექმნის ხელოვნება, როგორც  უკვე იცით, დიდ ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს, მაგრამ თქვენ შეიძლება შედარებით მარტივი ხერხით სცადოთ სკოლის ეზოს დეკორატიულად შემკობა. მაგალითად, სხვადასხვამცენარე ეზოსი წინასწარ მოფიქრებული გეგმის მიხედვით დარგოთ, დეკორატიული მასალით შემოფარგლოთ ნარგავები. თქვენს მიერ შემკული სკოლის ეზო მთელი წლის განმავლობაში სასიამოვნო სანახავი იქნება.
პროექტის მიზნები: მოსწავლეს განვუვითაროთ სკოლის ეზოს დეკორატიულად შემკობის პრაქტიკული უნარ-ჩვევა, გუნდური მუშაობის, ფუნქციების გადანაწილების და პასუხისმგებლობის გაზიარების უნარი. აგრეთვე მოსწავლეებს გამოვუმუშაოთ პროექტზე მუშაობის უნარი.
მონაწილეთა ასაკი:  VIII კლასის მოსწავლეები
ვადები/ხანგრძლივობა: 28.02.2014-15.04.2014
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
ს.გ.VIII.5.  მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.

  1. v  კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად გეგმავს შესასრულებელი სამუსაოს თანმიმდევრობას;
  2. v  განსაზღვრავს იმ მოქმედებებს, რომლებიც აუცილებელია დასახული მიზნის მისაღწევად;
  3. v  ქმნის ლანდშაფტის(პარკის, სკვერის) დიზაინის მარტივ ესკიზს;
  4. v  ქმნის გარემოს დიზაინის ესკიზებს (ინტერიერი, ექსტერიერი, სკოლის ეზო, პარკი და სხვ.);
  5. v  რგავს და უვლის მცენარეებს სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე;
ს.გ.VIII.6. მოსწავლეს შეუძლლია მიმართოს ინდივიდუალური და ჯგფური მუშაობის სხვადასხვა სტრატეგიას.

  1. v  მოიძიებს და აზუსტებს ინფორმაციას მომავალი პროექტის დასაგეგმად;
  2. v  ანაწილებს გუნდში სამუშაოს/ფუნქციებს/ მოვალეობებს;
  3. v  ითვალისწინებს და იყენებს გუნდელის/ების შესაძლებლობებს (პოტენციალს);
  4. v  ეხმარება კლასელებს შემოქმედებითი და საორგანიზაციო სიძნელეების გადალახვაში;
  5. v  ეხმარება სხვებს კონკრეტული ამოცანის შესრულებაში და საჭიროების შემთხვევაში მათგან ითხოვს დახმარებას.
ს.გ.VIII.9. მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.

  1. v  აწყობს და მონაწილეობს სხვადასხვა სახის აქციაში(მაგ.გარემოს დაცვა)

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
წიგნები და კომპიუტერი ინფორმაციისათვის, სხვადასხვა სახის მცენარეები, ნიჩბები, ხელთათმანები, სარწყავი, სხვადასხვა სახის ბუნებრივი რესურსი(კენჭები, წნელები და სხვ.).

პროექტის მსვლელობა( ძირითადი აქტივობები):
პროექტის განხორციელების გრაფიკი




ბ ი უ ჯ ე ტ ი

აქტივობის ან ხარჯის დასახელება
რაოდენობა
ზუსტი ფასი
1.
ექსკურსიის სატრანსპორტო ხარჯები


2.
მასალები, რომლითაც იქმნება ნამუშევრები(ყვავილები...)


3.
ვიდეო და ფოტო მასალის მომზადება


4.
მოსაწვევი ბეჭდვის ხარჯები


5.
გაუთვალისწინებელი ხარჯები



საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:                    ხ ე ლ ო ვ ნ ე ბ ა / ბ ი ო ლ ო გ ი ა.
პროექტის ხელმძღვანელი:    დ. გაბოძე
ელ.ფოსტა:  dajiagabodze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://dajiagabodze.blogspot.com/


<iframe src="https://docs.google.com/presentation/d/1wdxEo3Hw2UJtLIDPxabzmJU8iwo5F780dZE2CSFL2n4/embed?start=false&loop=false&delayms=3000" frameborder="0" width="960" height="749" allowfullscreen="true" mozallowfullscreen="true" webkitallowfullscreen="true"></iframe>

Комментариев нет:

Отправить комментарий